”ეს საშინელება იყო…” – რამდენიმე საათის წინ მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა, მანქანაში 7 სკოლის მოსწალე იჯდა… (დეტალები)

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.
“კვირას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

როგორც ადგილიდან “კვირას”ჟურნალისტი იტყობინება, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა