კალდერონი: "ზიდანს რონალდუს შენარჩუნება და ბეილის გაყიდვა სურდა"

„რეალს“ წლევანდელ სეზონში პრობლემები თავზესაყრელად აქვს. ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ სამეფო კლუბი თავის თავს აღარ გავს.
ხულენ ლოპეტეგის მსგავსად სანტიაგო სოლარიც აშკარად არ არის ის მწვრთნელი, რომელიც „რეალს“ ჩვეულად აათამაშებს.
გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
რამდენიმე მოთამაშე უკმაყოფილოა და წასვლას გეგმავს. მათ შორის არის ისკოც.
„ბლანკოსის“ ყოფილმა (2006-2009) პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა AS-თან საუბარში ზიზუს გუნდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა და ამაში ბრალი ფლორენტინო პერესს დასდო.


ზიდანს რონალდუს შენარჩუნება და ბეილის გაყიდვა სურდა, თუმცა პერესი საპირისპიროდ მოიქცა.
ზიდანს სურდა, რომ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გაეკონტროლებინა და ფეხბურთელების მოსვლა-წასვლა მისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილიყო. საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხერდა და ამის შემდეგ მან წასვლა გადაწყვიტა.
ზიდანი მართალი იყო“.

ზიზუს წასვლის შემდეგ მალევე „რეალი“ რონალდუმაც დატოვა და გუნდი ორი ლიდერის გარეშე დარჩა.
პერესმა გადაწყვიტა, რომ ბეილი შეენარჩუნებინა და მას ლიდერის როლი ეკისრა, რასაც უელსელი დღემდე ვერ ახერხებს.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა