400! მესის მორიგი რეკორდი

ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ „ეიბარს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კატალონიელებმა მორიგი მარტივი სამი ქულა მოიპოვეს და ლიდერობა განიმტკიცეს.
ერნესტო ვალვერდეს გუნდის რიგებში გოლების ავტორები ლუის სუარესი და ლეო მესი გახდნენ. ურუგვაელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო არგენტინელმა სარეკორდო მე-400 გოლი გაიტანა.
მესი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით 400 გოლის გატანა მოახერხა.
ტოპ 5 ჩემპიონატებიდან ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. პორტუგალიელმა 409 ბურთი გაიტანა, თუმცა მას მესიზე 63 შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული.


აქვე გეტყვით, რომ ლეო მესის ამ მაჩვენებლით ლა ლიგის ისტორიაში 29 გუნდზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ის ამ მხრივაც ერთადერთი ფეხბურთელი გახლავთ.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა