ბალაგე: „ეჭვგარეშეა, 100%-ით - ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა“

ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ დღემდე უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში ყოფნას მარტივად ახერხებს.
Sky Sports-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე თავისი ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის სხვა სატრანსფერო თემებთან ერთად ნეიმარის „კამპ ნოუზე“ დაბრუნებასაც განიხილავს.
„ეჭვგარეშეა, 100%-ით - ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა“, - ამბობს ბალაგე, თუმცა საქმე ასე მარტივად როდია.

„ბლაუგრანა“ ბრაზილიელის დაბრუნებაზე დიდ აქტიურობას არ იჩენს და ეს გარკვეულწილად (თუ მთლიანად არა) ფეხბურთელის ფასის დამსახურებაა.
ნეიმარი ბარსელონას რეგულარულად სტუმრობს და მესი-სუარესის დუეტს საკმაოდ ხშირად ეკონტაქტება, თუმცა როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი ამბობს, მიუხედავად ბრაზილიელის გადაწყვეტილებისა კატალონიელები მას არ დაიბრუნებენ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ნეიმარის ირგვლივ მორიგი ტალღა აგორდება - ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა