ვინ შეცვლის სუარესს? - ბარსელონაში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

"ბარსელონა" "ევერტონის" თავდამსხმელ რიშარლისონით ინტერესდება, წერენ ბრიტანულ პრესაში.

Daily Star-ის ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ შესაძლოა 40 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

ბრაზილიელში "ბარსა" 32 წლის ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელს ხედავს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პოტენციურ ახალწვეულთა შორის სახელდებიან აგრეთვე ანტუან გრიზმანი, ჰარი კეინი და კილიან მბაპე.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "უოტფორდის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა

სტატისტიკა