მესი: "ჩვენი ნამდვილი სახე გამოვავლინეთ"

ლეო მესი "სევილიასთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ პრესისთვისაც მოიცალა და გავლილი მატჩი შეაფასა.
50 ჰეთ-თრიკის ავტორი არგენტინელი თვლის, რომ გუნდმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა.
"არა, ასე ვერ ვიტყოდი, ლიგა ნახევრად უკვე მოგებული გვაქვს, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია, "სევილიასთან" აღებული სამი ქულა კი უფრო დიდი უპირატესობის მოპოვებაში დაგვეხმარება.
ამ გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, აქ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა, მათი წინააღმდეგობა დავძლიეთ. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.


სეზონი გრძელია და მისი მსვლელობისას ყოველთვის ერთნაირ ფორმაში ვერ იქნები. უნდა ვაღიაროთ, რომ "ბარსელონა" ბოლო დროს საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა, მაგრამ დღეს ისევ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ.
შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ჩვენი ნამდვილი სახე გამოვავლინეთ".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" უახლოეს ორ შეხვედრას "რეალის" წინააღმდეგ მადრიდში გამართავს. 27 თებერვალს სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი შედგება, ხოლო 2 მარტს ლა ლიგის სეზონის განმეორებითი "კლასიკო".скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა