პიკემ "რეალი" დატროლა: "მათ "კლასიკოს" წინ ერთი დღით მეტი დაისვენეს, მაგრამ როგორც ვიცი 5-1 მოვიგეთ"

"სევილიასთან" გამარჯვების შემდეგ ხერარდ პიკემ პრესასთან გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
პიკე სანტიაგო სოლარის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელმაც "კლასიკომდე" ერთით ნაკლები დასვენების დღის გამო დაიწუწუნა.
"რთული მატჩი იყო, "სანჩეს პისხუანზე" მოედანზე ყოველთვის ასეა ხოლმე.
ახლა შესაფერის ფორმაში არ ვართ და საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ლიდერობას ვინარჩუნებთ და სეზონის განმავლობაში ასეთი გამარჯვებები გადამწყვეტია.
მესი როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო და მისი დამსახურებით, სახლში ბედნიერები ვბრუნდებით.

ახლა უკვე ყურადღება კოპა დელ რეიზე უნდა გადავიტანოთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისეთ დახვედრას ველი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. მადრიდელები განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფინალში გავიდეთ.
"რეალი" ერთი დღით ნაკლებს დაისვენებს? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშა ბოლოს. თუ სწორად მახსოვს, ლა ლიგის პირველ წრეში "რეალმა" "კლასიკოს" წინ ერთი დღით მეტი დაისვენა, მაგრამ როგორც ვიცი 5-1 მოვიგეთ".
სავარაუდოდ პიკეს ამ განცხადებას "სანტიაგო ბერნაბეუ" შესაბამის პასუხს გასცემს და კატალონიელ მცველს თამაში გამაყრუებელი სტვენის თანხლებით მოუწევს, რომელიც ამჯერად გაცილებით აგრესიული იქნება.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა