გაბედავამ ''გურნიკთან'' მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა

პოლონეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში ''გურნიკისა'' და სოსნოვეცის ''ზაგლემბეს'' შორის შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ''გურნიკის'' ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გახსნა, საბოლოოდ კი მატჩი გვილიას გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
''ზაგლემბეს'' სამატჩო განაცხადში გიორგი გაბედავა ვერ ვიხილეთ, ხოლო გიორგი ივანიშვილი ამჯერადაც სათადარიგოთა შორის მოხვდა და არ უთამაშია.
გაბედავას უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმაა. ქართველი ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა: ''მცირე ტრავმა მაქვს, ვარჯიშზე კუნთი დამეჭიმა. გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დავიწყებ. საგანგაშო არაფერია.''

შეგახსენებთ, 29 წლის გაბედავა პოლონურ კლუბს იანვარში შეუერთდა. მან პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა. ვროცლავის ''შლიონსკისთან'' შეხვედრაში ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირმა წითელი ბარათი მიიღო. ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა