დირკ ნოვიცკის მორიგი მიღწევა

გამთენიისას „დალას მავერიქსმა“ 6 მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ტეხასელებმა საშინაო კედლებში საშინელ ფორმაში მყოფ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ მიიღეს და დაძაბული ბრძოლაში იმარჯვეს.
ენტონი დევისის გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა დირკ ნოვიცკისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ლეგენდარული გერმანელი NBA-ის ისტორიაში მეექვსე კალათბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის მანძილზე 900 მატჩის მოგება მოახერხა. ამასთან ერთად ნოვიცკიმ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით კარლ მელოუნს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. დირკს NBA-ში 1477 მატჩი აქვს გამართული და მესამე პოზიციასთან, რომელსაც ჯონ სტოკტონი იკავებს, 27 შეხვედრა აშორებს.
40 წლის მძიმე ფორვარდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელია. ნოვიცკი ლარი ობრაიენის თასის მფლობელი და ფინალების MVP-ია. დირკმა ყველა ვარსკლავის მატჩებში მონაწილეობა 13-ჯერ მიიღო და სამქულიანების კონკურსიც აქვს მოგებული.
„პელიკანსთან“ დაპირისპირებაში ნოვიცკი სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. „დალასის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ლუკა დონჩიჩმა შეიტანა, რომელმაც აქტივში 21 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ტეხასელებმა „ნიუ ორლეანის“ ძლევით წლევანდელ სეზონში მეთექვსმეტე მოგება მიითვალეს და დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას „მავერიქსი“ სტუმრად, კვლავ ენტონი დევისის „პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა