"17 მარტს, ჭავჭავაძეზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 68 წლის მამაკაცმა"- რა მოხდა 60 წლის წინ

17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა. 1959 წელს ქართველმა პოეტმა სწორედ ამ დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტმა გრიგოლ გეგელიამ 2017 წელს ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა:„1959 წლის 17 მარტს, ჭავჭავაძეზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 68 წლის მამაკაცმა. ჯიბეში პაპიროსი "რეკორდი", სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს. 2000 წელს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო.
თვითონ ამაზე გაეღიმებოდა. იქამდეც არაერთგზის სცადა თავის მოკვლა და თვითონვე წერდა, თუ როგორ გაფრინდებოდა გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს. ეს იყო აპოკალიპტური მომენტი, რომელიც ნამდვილი მგოსანის ცხოვრებას ასრულებს.
გალაკტიონი რომ გესმოდეს, მისივე აღელვებული, არაამქვეყნიური და მრისხანე ხმით უნდა გესმოდეს:
"...რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები..."
requiescat in pace, გალა!“ - წერს გეგელია.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა

სტატისტიკა