“მიშველე რამე, თეო… დამავიწყებინე სიყვარული… ან მოდი და წამიყვანე თქვენთან” – გელა დაიაურის ძალიან ემოციური მიმართვა

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – “ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს… თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
მას მერე ტრაგედია გაუნელებელ ტკივილად იქცა ბევრისთვის და განსაკუთრებით, ოჯახის წევრებისთვის. გელა დაიაური ცოლ-შვილის ყველა დაბადების დღეს და ასევე მათი გარდაცვალების დღეს საჯაროდ უწერს მათ წერილებს. ამჯერადაც მიუძღვნა ემოციური პოსტი გარდაცვლილ ცოლს.
“დავიწყება… ეს სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი…. როცა გიყვარს, როცა გყვარებია…. სიყვარული და დავიწყება…. ორი უკიდურესობაა… ძალიან მიჭირს უშენობა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით… 22 ივლისი… ტკივილის და ტანჯვის დღე… მიშველე რამე, თეო… დამავიწყებინე სიყვარული… ან მოდი, ან წამიყვანე თქვენთან…. მიყვარხარ!!! გაცხოვნოთ უფალმა…”

скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა