”საქართველო საერთოდ არ მენატრება… მიხარია, რომ როგორც იქნა მაგედან წამოვედი…” – ემიგრანტის წერილი, რომელმაც ქართველები გააოგნა

“უკვე 2 წელია, იტალიაში ვარ და ქართული არაფერი მომნატრებია. აქ თითოეულ ჩვენგანს ისეთ ადამიანურ პირობებში უწევს ცხოვრება, რომ თუ თავში ტვინი გაქვს, საქართველოში დაბრუნებაზე არც იოცნებებ. მხოლოდ ეგ არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები მენატრება, თორემ სამშობლოსკენ ალბათ, არასდროს გავიხედავდი.

ადამიანისთვის სამშობლო ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც არსებობისთვის გამუდმებით ბრძოლა არ გიწევს, ჩემს ქვეყანაში კი ზოგი ისე კვდება, ხორცის გემო ენატრება. აბა, თითოეულმა თქვენგანმა გულში ჩაიხედოს და ისე მიპასუხოს, – ბოლოს როდის ჭამეთ ხორცი, რომელიც თუ არ ვცდები, 15 ლარი ღირს? ბოლოს როდის იყიდეთ შოკოლადი, თუნდაც – ერთი კილო საკუთარი თავისთვის და არა იმ პატარებისთვის, რომლებსაც თავს დაჰფოფინებთ, მაგრამ მაინც, ბევრი რამ აკლიათ?..
ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა სამშობლოს მიტოვება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბოლო წუთებში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სამშობლოდან შორს მყოფმა ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება; რას ნიშნავს, როცა სუნთქვას არავინ გიშლის და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გწყევლიან თუნდაც, იმისთვის, რომ შემთხვევით, მკლავით შეეხე მოქალაქეს. აქ ყველა იღიმის, იქ კი შეჩვეული ვიყავი ამღვრეული სახეების ყურებას და მეც დამდუღრულივით, სულ კოპებშეკრული დავდიოდი. იტალიამ ღიმილი მასწავლა. აქ მივხვდი, რა დიდი ბედნიერებაა, როცა არ გიწევს იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვის მეზობლები შენზე.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა