ჯეიმს ჰარდენის სარეკორდო მატჩი

„ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელი მცველი, ჯეიმს ჰარდენი, საოცარ ფორმაში იმყოფება. 29 წლის სუპერვარსკლავი ამჯერად NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტის“, წინააღმდეგ გამოირჩა.
ოკლენდში გამართულ დაპირისპირებაში ჰარდენმა სამმაგი დუბლი მიითვალა და აქტივში 44 ქულა, 10 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ჯეიმსმა 40 ქულიანი ნიშნულის გადალახვა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა და ყველაფერთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით „მეომრებთან“ მატჩი ჰარდენისთვის ისტორიულიც გამოდგა. ESPN-ის ცნობით ჯეიმსმა NBA-ის რეკორდი დაამყარა და პერიმეტრიდან 5-ზე მეტი ტყორცნა ზედიზედ მერვე შეხვედრაში გამოიყენა.
ბოლო პერიოდში „ჰიუსტონი“ შესანიშნავად გამოიყურება. ტეხასელებმა უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგეს და დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებენ. „როქეთსი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და შემდეგ შეხვედრას სტუმრად, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა