ენტონი დევისი "პელიკანსის" ისტორიაში შევიდა

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ სასურველი ფორმის დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს. ენტონი დევისის გუნდი არასტაბილურობით გამოირჩევა და გამონაკლისი არც „ბრუკლინ ნეთსთან“ სტუმრად გამართული შეხვედრა აღმოჩნდა.
მატჩის დიდი ნაწილი მასპინძლების კარნახით წარიმართა. „ნიუ ორლეანმა“ სიტუაციის გამოსწორება ბოლო მეოთხედში სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ 126-121 დამარცხდა.
მიუხედავად მორიგი წარუმატებლობისა, ენტონი დევისისთვის, „ნეთსთან“ დაპირისპირება გამორჩეული გამოდგა. მან „პელიკანსის“ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და აქტივში 26 მოხსნა ჩაიწერა. ყველაფერთან ერთად იგი შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო და გუნდს 34 ქულა შესძინა. ამერიკული გამოცემების ცნობით დევისი 1973 წლის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 34 ქულა, 26 მოხსნა და 3 დაფარება გაიფორმა.
„ნიუ ორლეანი“ წლევანდელ სეზონში პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის. „პელიკანსი“ 17 მოგებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს იკავებს და ასეთი თამაშის ფონზე მიზნის მიღწევა ნამდვილად გაუჭირდება. ენტონი დევისის გუნდის მთავარი სისუსტე საშინელი დაცვაა, რომელიც საშუალოდ 115.3 ქულას უშვებს. მომდევნო ტურში „პელიკანსს“ წარუმატებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსი ექნება, „ნიუ ორლეანი“ სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის აშკარა აუთსაიდერს, „კლივლენდ კავალიერსს“ შეერკინება.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა

სტატისტიკა