ნაიჯელ ოუენსი კარიერას ასრულებს

მსოფლიო რაგბის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და გამოცდილმა მსაჯმა ნაიჯელ ოუენსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერას, სავარაუდოდ, წელს დაასრულებს.

უელშ ონლაინისთვის მიცემულ ინტერვიუში ოუენსმა განაცხადა: „47 წლის ვარ, ჩემს ასაკში კი ადამიანს სხვანაირი ცხოვრება სურს. ხშირი მოგზაურობა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებ სიამოვნებას მანიჭებს, თან, დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო. იმ შემთხვევაში თუ რაგბის მსოფლიო თასისთვის შემარჩევენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. და თუ ასე არ მოხდა, წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება, დიდი ალბათობით, ჩემი უკანასკნელი საერთაშორისო ტურნირი იქნება“. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას შემოდგომით იაპონია უმასპინძლებს.

ნაიჯელ ოუენსი 1987 წლიდან მსაჯობს, 2015 წელს კი რაგბის მსოფლიო თასის ფინალსაც მოემსახურა. იმავე წელს ის მსოფლიოს საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. კარიერის მანძილზე მან ევროპის ჩემპიონთა თასის ასამდე, ნაკრებთა შორის კი 150-ზე მეტი მატჩი იმსაჯა.
скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა

სტატისტიკა